ჯონი დეპის Pirates of the Caribbean-ში დაბრუნების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას 500 ათასი ხელმოწერა აქვს

ჯონი დეპის Pirates of the Caribbean-ში დაბრუნების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას 500 ათასი ხელმოწერა აქვს

Change.org-ზე შექმნილ პეტიციას, რომელიც ჯონი დეპის Pirates of the Caribbean-ში დაბრუნებას ითხოვს, ხელმოწერები დღითიდღე ემატება. ეს ყველაფერი კი ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო პროცესის პარალელურად ხდება. პეტიციას სახელად "სამართლიანობა ჯონი დეპისთვის" ჰქვია და მას უკვე ნახევარი მილიონი ადამიანი აწერს ხელს.

"ჯონი დეპი იმ ცხოვრებას იმსახურებს, რომელიც ამბერ ჰერდის გამოჩენამდე ჰქონდა. ვერავინ იტყვის, რომ ჯონი დეპი საოცარი მსახიობი არ არის. თუ იმაში გადანაშაულებენ, რაც არ ჩაგიდენია და ამის მტკიცებულება გაქვს, მაშინ სამართლიანობა უნდა აღსდგეს", — ნათქვამია პეტიციაში.

"ჯონი დეპი ჯეკ ბეღურას როლის თამაშს იმსახურებს და Pirates of the Caribbean-დან მისი გაშვება შეცდომა იყო. გთხოვთ, გადაწყვეტილება შეცვალოთ და მსახიობი მთავარ როლზე დააბრუნოთ", — წერს პეტიციის ავტორი, რომელსაც კომენტარებში სხვა ადამიანებიც ეთანხმებიან.

ჯონიდ დეპის პირადი აგენტის თქმით, მსახიობმა 22,5 მილიონი დაკარგა ამბერ ჰერდის ბრალდებების გამო, როცა Pirates of the Caribbean-ის როლიდან მოხსნეს. მისივე თქმით, ამბერ ჰერდის The Washington Post-სთვის დაწერილმა ოპ-ედმა, რომელშიც ის ოჯახური ძალადობის შესახებ საუბრობს, ჯონი დეპის კარიერაზე "კატასტროფული" გავლენა იქონია.

შეგახსენებთ, რომ ამბერ ჰერდი ამჟამად Aquaman-ში იღებს მონაწილეობას. ფილმიდან ამბერ ჰერდის გაშვებას პეტიციით 3 მილიონზე მეტი ადამიანი ითხოვს.