ლონდონში BAFTA TV Awards 2022-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც ბრიტანეთის კინოსა და ტელეხელოვნების აკადემიამ წლის საუკეთესო ტელეპროექტები გამოავლინა . ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ტელესერიალში მთავარი როლის შემსრულებელ საუკეთესო ქალ მსახიობად ჯოდი კომერი აღიარეს, სერიალისთვის „დახმარება“. ანალოგიურ ნომინაციაში კაცებს შორის შონ ბინმა გაიმარჯვა, სერიალისთვის „დრო“, რომელმაც წლის საუკეთესო მინი-სერიალის წოდებაც მოიპოვა.
წლის საუკეთესო დრამად BBC 3-ის პროექტი „ჩემს კანში“ აღიარეს.საუკეთესო საერთაშორისო ტელეპროექტი კი Amazon Prime-ის „მიწისქვეშა რკინიგზა“ გახდა.