როდესაც ბრალს მდებ, რომ რუსეთის მხარეს ვარ და ამის მტკიცებულებებს არ მიდებ, ეს უბრალოდ, ჩემთვის, ადამიანისთვის შეურაცხმყოფელია, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ საუბრისას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა უკრაინის ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.
„როდესაც ბრალს მდებ, რომ რუსეთის მხარეს ვარ და ამის მტკიცებულებებს არ მიდებ, ეს უბრალოდ, ჩემთვის, ადამიანისთვის შეურაცხმყოფელია, რომელიც პარლამენტის დელეგაციასთან ერთად უკრაინაშიც ვიყავი ჩასული; ალეკო ელისაშვილი საერთოდ მათ გვერდით იბრძოდა. ეს, ხომ ამ ქვეყანას დებ ბრალს?! აქ მარტო ხელისუფლებაზე არ არის საუბარი! მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ - მეც შეურაცხყოფილი ვარ, როდესაც მეუბნებიან, როგორი ქვეყანა ხარ, რუსეთის მხარეს ხარ. ასე გამოდის! არადა, ამ ქვეყანაში ყველაფერი ხდება გარდა იმისა, რომ ვინმე რუსეთს უჭერს მხარს“, - განაცხადა იოსელიანმა.