ენტონი ბლინკენი: პუტინი ცდილობს დაამახინჯოს ისტორია, რათა გაამართლოს თავისი სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ

ენტონი ბლინკენი: პუტინი ცდილობს დაამახინჯოს ისტორია, რათა გაამართლოს თავისი სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ

პუტინი ცდილობს დაამახინჯოს ისტორია, რათა გაამართლოს თავისი სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ევროპაში გამარჯვების დღის 77 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში აღნიშნავს.

"რადგან ევროპაში ისევ მძვინვარებს ომი, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სიმტკიცე და წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ, ვინც ახლა ცდილობს ისტორიული მეხსიერებით მანიპულირებას საკუთარი ამბიციების წარმატებისთვის," - აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

როგორც შტატების სახელმწიფო მდივანი წერს, ვინც იკვლევს წარსულს, იცის, რომ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის მამაცი ხალხი  მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულთა სულს განასახიერებენ.

"ისინი გაბედულად იცავენ თავიანთ ქვეყანას, მათ დემოკრატიასა და უკრაინის სამართლიან მომავალს ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში," - აცხადებს ბლინკენი. 

Aburjga Tasmanieli ანტონ, თქვენ ამერიკელებმა არა თუ ისტორია დაამახინჯეთ, არამედ მრავალი ცივილიზაცია გაანადგურეთ ან ეცადეთ და არ გამოგივიდათ! მტარვალთა და განგსტერთა ქვეყანა ხართ! თქვენს მხარეს 1 ბეწო სიმართლეც არ არის!
2 წლის უკან