დმიტრო კულებამ მსოფლიოს რუსი სამხედრო დამნაშავეებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდა

დმიტრო კულებამ მსოფლიოს რუსი სამხედრო დამნაშავეებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდა

დმიტრო კულებამ მსოფლიოს რუსი სამხედრო დამნაშავეებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ტვიტერში“ დაწერა.

„ჩვენ გვჭირდება სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიული დანაშაულებისთვის, რათა რუსეთის ხელმძღვანელობა პასუხისგებაში მიეცეს. გუშინ ვილნიუსში ამ საკითხზე პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე ვისაუბრე. მადლობელი ვარ ორგანიზატორების და ვიმეორებ ჩემს მოწოდებას მხარი დავუჭიროთ ტრიბუნალის შექმნას“, – წერს დმიტრო კულება.

Aburjga Tasmanieli თქვენგან რამდენი მოხვდებით მაგ ტრიბუნალის მიერ მსჯავრდებულთა სიაში?!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli თქვენგან რამდენი მოხვდებით მაგ ტრიბუნალის მიერ მსჯავრდებულთა სიაში?!
2 წლის უკან