ლევან იოსელიანი: საქართველო იმ ქვეყნების ოთხეულში მოხვდა, რომლებიც უკრაინას გვერდით უდგას - ვისურვებდი, უკრაინის ელჩი მალე დაბრუნდეს, რადგან საქართველო არ იმსახურებს, რომ მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება იყოს

ლევან იოსელიანი: საქართველო იმ ქვეყნების ოთხეულში მოხვდა, რომლებიც უკრაინას გვერდით უდგას - ვისურვებდი, უკრაინის ელჩი მალე დაბრუნდეს, რადგან საქართველო არ იმსახურებს, რომ მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება იყოს

ლევან იოსელიანის თქმით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ლოგიკაში აბსოლუტურად არ ჯდება. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„საქართველო იმ ქვეყნების ოთხეულში მოხვდა, რომლებიც უკრაინას გვერდით უდგას. ელჩი ბელარუსში ჰყავთ, ქვეყანაში, საიდანაც უკრაინა დღესდღეობით იბომბება და საქართველოდან გაწვეული ჰყავთ. აი, ასეთი ალოგიკური რაღაცები ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია და ვისურვებდი, ელჩი მალე დაბრუნდეს საქართველოში, რადგან საქართველო უბრალოდ, არ იმსახურებს იმას, რომ მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება იყოს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

IRI-ის გამოკითხვით, პოლონეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ს შემდეგ უკრაინას ომის დროს ყველაზე მეტად საქართველო დაეხმარა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი 31 მარტს მოაწერა.

ჯარჯი არ დააბრუნებენ და ნუ დააბრუნებენ. მოვა დრო და უკრაინელი ხალხი ეროვნულ, უკრაინულ მთავრობას აირჩევს და ურთიერთობებიც დალაგდება
2 წლის უკან