ბრაზილიელმა 84 წელი ერთ კომპანიაში იმუშავა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

ბრაზილიელმა 84 წელი ერთ კომპანიაში იმუშავა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

100 წლის ბრაზილიელი უოლტერ ორტმანი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ერთ კომპანიაში ყველაზე დიდხანს მომუშავე ადამიანი. ის ტექსტილის კომპანია ReneauxView-ში უკვე 84 წელია მუშაობს.

ორტმანი ReneauxView-ში 1938 წლის 17 იანვარს, 14 წლის ასაკში დასაქმდა. მისი პირველი პოზიცია კურიერის თანაშემწე იყო. 14 წლის ბიჭი შტატში აიყვანეს, ვინაიდან მან კარგად იცოდა გერმანული ენა, ქალაქ სანტა-კატარინაში კი ბევრი გერმანელი ცხოვრობდა.

„1938 წელს ჩემს მშობლებს სჭირდებოდათ, რომ ჩვენ, ბავშვებსაც მუშაობდა დაგვეწყო. ხუთი ვაჟიდან ყველაზე უფროსი ვიყავი, ამიტომ დედამ ფაბრიკაში სამსახურის მოსაძებნად წამიყვანა“, - ამბობს ორტმანი.

ძალიან მალე ის გამყიდველის პოზიციაზე, შემდეგ კი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე დააწინაურეს.

„ამის შემდეგ სან-პაულუში წავედი და ერთ კვირაში იმდენი შეკვეთა გავაფორმე, რამდენიც, გეგმის მიხედვით, სამ თვეში უნდა გამეფორმებინა“, - იხსენებს ორტმანი.