თამარ ტალიაშვილი:

თამარ ტალიაშვილი: "ის რაც არ აწყობს ქვეყანას , არ აწყობს ქართულ ოცნებას"

"ის რაც არ აწყობს ქვეყანას, არ აწყობს ქართულ ოცნებას" - განაცხადა  უმრავლესობის წევრმა თამარ ტალიაშვილმა მედიასთან განცხადებების დროს. 

მედიის კითხვაზე, აწყობს თუ არა ქართულ ოცნებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარება? თამარ ტალიაშვილმა უპასუხა -  "არსებული რეიტინგებიდან გამომდინარე, თუ ვინმეს წმინდა პარტიულ-პოლიტიკური თვალსაზრისით შეიძლება აწყობდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება  - ეს არის ქართული ოცნება, თუმცა საერთო სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, პოლიტიკური ტურბულენტობა არ აწყობს ჩვენს ქვეყანას ევროპასა და რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით"

თამარ ტალიაშვილის განცხადებით საქართველოში არის კონსტიტუციით გათვალისწინებული წესრიგი და როგორც ეს არის გაწერილი, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს.

"ის რაც არ აწყობს ქვეყანას, არ აწყობს ქართულ ოცნებასაც. ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს კი აწყობთ დესტრუქცია და არეულობა ქვეყანაში. საქართველოში არის კონსტიტუციით გათვალისწინებული წესრიგი და როგორც ეს არის გაწერილი, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს" - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.