მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე „ქრონიკაში“ ისაუბრა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახლა არც არაფერი არ არის ისეთი, რასაც დამატებითი, განსაკუთრებული შესწავლა სჭირდება.
„გამოვრიცხავ, რომ იუსტიციის სამინისტრო სათანადოდ არ ეკიდებოდეს კონსილიუმის დასკვნებს, კითხვები რომ აქვთ ეს არ ნიშნავს, რომ ჩაკეტეს შესაძლებლობა კონსილიუმის დასკვნის გასაანალიზებლად. კონსილიუმის დასკვნაში, რასაც მოვუსმინე, იქ საუბარი იყო ფსიქოლოგიურ საკითხებზე, რომ მიხეილ სააკაშვილს ფსიქოლოგიურად აქვს პრობლემა, რომ ის ვერ ეგუება და იბრძვის იმისთვის, რომ საპატიმრო დაწესებულება დატოვოს, ეს არავისთვის უცხო და სიახლე არ არის. რაც შეეხება სხვა მიმართულებით დარღვევებს, ამ კუთხით კი ნამდვილად ითქვა, რომ უცხოეთში გაყვანის რეკომენდაციას ისინი ვერ იძლევიან, რადგან ამის წინაპირობა არ არსებობს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.