დიღმის ტყე-პარკში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დიღმის ტყე-პარკში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დიღმის ტყე-პარკის განვითარების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე ესწრებოდნენ. 

შეხვედრის მიზანს პარკის განვითარების საკითხის განხილვა წარმოადგენდა. გადაწყდა, რომ დიღმის ტყე-პარკის სივრცე იმგვარად მოეწყობა, რომ შენარჩუნდეს და აღდგეს არსებული ეკოსისტემა.

შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა ტყე-პარკის დასუფთავების საკითხს, რადგან გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონებზე დამსვენებლების რაოდენობა მკვეთრად იზრდება და სისუფთავის შესანარჩუნებლად  დამატებითი რესურსია საჭირო.

სამუშაო შეხვედრაზე  ასევე, იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის“ ხელმძღვანელი ანა გაბრიაძე და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი და წარმომადგენლები.