დიდუბის რაიონის გამგებელმა N11 საბავშვო ბაღში შეხვედრა გამართა

დიდუბის რაიონის გამგებელმა N11 საბავშვო ბაღში შეხვედრა გამართა

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად კიდევ უფრო   დაზიანდა N11 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოს   ერთ-ერთი კედელი, რომლის მომიჯნავედ  არსებული  ხე-მცენარეების  ფესვთა სისტემა ამ კედელს მუდმივად აზიანებს  და მიმდებარე ტერიტორიაზე გამვლელებისთვის საფრთხის შემცველია. 

აღნიშნული პრობლემის გასაცნობად ბაგა-ბაღში დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად იმყოფებოდა. 

როგორც მოსახლეობა, ასევე, გამგეობისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები  მიიჩნევენ,  რომ ხეების მოჭრის ნაცვლად, არსებული კედელი  ისე უნდა გამაგრდეს, რომ  უსაფრთხოება როგორც ბაღისთვის, ასევე, არსებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. 

ბაღში არსებულ პრობლემას ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის და მათი დასკვნის საფუძველზე დაისახება სამოქმედო გეგმა.

N11 საბავშვო ბაგა-ბაღში გამართულ  შეხვედრას ესწრებოდნენ დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილე ზურაბ უგულავა, ამავე ბაგა-ბაღის თანამშრომლები, შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის" წარმომადგენელი და ადგილობრივი მოსახლეობა.