შავ ზღვაში რუსული ფრეგატი „ადმირალი მაკაროვი“ იწვის

შავ ზღვაში რუსული ფრეგატი „ადმირალი მაკაროვი“ იწვის

შავ ზღვაში რუსული ფრეგატი „ადმირალი მაკაროვი“ იწვის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამხედრო გემზე აფეთქება „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტამ გამოიწვია.

ომის 72-ე დღეს რუსული არმია უკრაინის აღმოსავლეთით გააქტიურდა. ოკუპანტები ავიადარტყმებით ზაპოროჟიეს ოლქს უტევენ, ინტენსიურად იბომბება კრამატორსკი, საჰაერო განგაშის ხმა ისმის ხერსონსა და ოდესაში.

მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს - ჰუმანიტარული მისიის დეტალები ჯერ უცნობია.