ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის ხალხმა ამირჩია უკრაინის პრეზიდენტად და არა მინი-უკრაინის პრეზიდენტად

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის ხალხმა ამირჩია უკრაინის პრეზიდენტად და არა მინი-უკრაინის პრეზიდენტად

რუსეთის ჯარი უნდა გავიდეს, რათა უკრაინამ შეძლოს ყველა ტერიტორიის დაბრუნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც დღეს „ჩეთემ ჰაუზს“ მიმართა.

კითხვაზე, რა არის მინიმუმი, რასაც ის რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებაში მიიღებს, ზელენსკიმ უპასუხა: „უკრაინის ხალხმა ამირჩია უკრაინის პრეზიდენტად და არა მინი-უკრაინის პრეზიდენტად“.

მან მარიუპოლში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ განადგურებული ქალაქი არის იმის მაგალითი, თუ როგორ იყენებს რუსეთი წამებასა და შიმშილს ომის იარაღად.

„ეს არ არის სამხედრო ღონისძიება. ეს არის წამება სიკვდილამდე. ეს არის ტერორიზმი და სიძულვილი. მთელი ქალაქი განადგურებულია. უკრაინას სჭირდება იარაღი და აღჭურვილობა ქალაქის „აზოვსტალის“ ქარხანაზე ბლოკადის გასარღვევად. რუსეთი გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას, სანამ მათ ჩვენ არ შევაჩერებთ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.