ჰოლივუდის ცნობილი მსახიობიოს და უკვე 73 წლის ვარსკვლავი – დასტინ ჰოფმანი და მისი მეუღლე ლაიზა გოტზეგენი ახალ წელს მექსიკის კურორტ კაბო-სან-ლუკასში შეხვდნენ. პლაჟზე მოსეირნე წყვილი ისე გამოიყურება, თითქოს ეს-ესაა შეუღლდნენო, მიუხედავად იმისა, რომ ქორწინებიდან უკვე 30 წელი შეუსრულდათ და ოთხი საერთო შვილიც ჰყავთ.
ლაიზა და დასტინი ხელიხელგადახვეულები დასეირნობდნენ პლაჟზე და საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას ირგვლივ მყოფთ. მათი ურთიერთობა ჰოლივუდის მრავალი წყვილისთვის სამაგალითოა, თუმცა, ვინ იცის, შესაძლოა, ყოველივე საქორწინო კონტრაქტითაა ნაკარნახევი, რომელიც ლაიზამ მოითხოვა.
სხვათა შორის, იგი პროფესიით ადვოკატი გახლავთ. კონტრაქტის თანახმად, დასტინ ჰოფმანს უფლება არა აქვს, ეკრანზე შიშველი გამოჩნდეს და პარტნიორს აკოცოს. ის კი არა, გადაღებების დროს ოჯახის დატოვება ვარსკვლავს მხოლოდ ორი კვირით შეუძლია.
atb.ge