„აზოვის“ მეთაურის მოადგილე ზელენსკის: იზრუნეთ სამოქალაქო პირებსა და დაჭრილ ჯარისკაცებზე, რომლებიც „აზოვსტალში“ საშინელი ტანჯვით იღუპებიან

„აზოვის“ მეთაურის მოადგილე ზელენსკის: იზრუნეთ სამოქალაქო პირებსა და დაჭრილ ჯარისკაცებზე, რომლებიც „აზოვსტალში“ საშინელი ტანჯვით იღუპებიან

„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და სთხოვს, იზრუნოს სამოქალაქო პირებსა და დაჭრილ ჯარისკაცებზე, რომლებიც „აზოვსტალში“ საშინელი ტანჯვით იღუპებიან.

მისი თქმით, უკვე მესამე დღეა მტერი „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზეა შეჭრილი, სადაც მძიმე სისხლიანი ბრძოლები გრძელდება.

„პირადად მივმართავ უმაღლეს მთავარსარდალს თხოვნით, იზრუნოს დაჭრილ ჯარისკაცებზე, რომლებიც საშინელი ტანჯვით იღუპებიან, სათანადო მკურნალობის არარსებობის გამო. მოახდინეთ შესაბამისი რეაგირება კრიტიკულ სიტუაციაზე, რომელშიც მოწინააღმდეგე არ იცავს არანაირ ეთიკურ ნორმას, კონვენციას ან კანონს, ანადგურებს ხალხს მთელი მსოფლიოს თვალწინ და ხელმძღვანელობს დაუსჯელობით“, - აღნიშნა მან.