კელი დეგნანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს

კელი დეგნანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს

ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც ახორციელებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ მოვუწოდებთ მისთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენისკენ.

ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც ახორციელებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს. ეს არის ადამიანი, რომელსაც კონსტიტუციით მინიჭებული აქვს მანდატი, რომ დაიცვას საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლება. სახალხო დამცველის ოფისი ძალიან კარგ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ახორციელებს და გვაქვს მისი რეკომენდაციების, როგორც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოქმედების საუკეთესო კურსის, მიმართ სრული ნდობა,“- განაცხადა ელჩმა.

dimpi ამერიკელებს არა აქვთ ინფორმაცია რომ ნაცების პერიოდში ცეროზიან ხალხსაც კი ციხეში ყრიდნენ და სახლში სიკვდილს არ აცლიდნენ?
აბა რისთვის დააყენეს კამერები ყოველ საკანში? მხოლოდ შოუს საყურებლად?
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli დიმპი , აქვთ, აქვთ! მაშინაც ქონდათ და წახალისებულიც იყვნენ! აგერ ახლა 5-6 ივლისის მოვლნებთან დაკავშირებით, არ თქვა ამ ელჩმა ქალბატონმა, ამდენი აღჭურვილობა მივაწოდეთ, ამდენი ტრენიგები ჩავუტარეთ საქართველოს საპოლიციო ძალებს და როგორ ვერ შძლეს ლგბტ პრაიდის წარმატებით ჩატარებაო?!

უცნობმა დასვა 3 შეკითხვა, ამერიკის ელჩს მიმართა პირდაპირ! აი ელჩმაც პასუხი არ დააყოვნა!
2 წლის უკან