“სიტყვებს ვერ ვპოულობ, იმდენად მტკივნეულია ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ საუბარი” – ემბერ ჰერდი

“სიტყვებს ვერ ვპოულობ, იმდენად მტკივნეულია ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ საუბარი” – ემბერ ჰერდი

ამჯერად უკვე ახალი დეტალებით და მოწინააღმდეგე მხარეების ჩვენებებით, როგორც იცით, სასამართლო დავა ემბერ ჰერდსა და ჯონი დეპს შორის უკვე დიდი ხანია გრძელდება. როგორცუცხოური გამოცემები იუწყებიან, “რამდენიმე თვიანი ომი” ყველა დროის ერთ–ერთი ყველაზე საკულტო როლების შემსრულებელი მსახიობის ჯონი დეპის სასარგებლოდ დამთავრდება. მას შემდეგ, რაც გავრცელებული ჩანაწერების შედეგად გაირკვა, რომ ემბერ ჰერდი მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა, ჯონიმ აღიარა, რომ ხშირად სააბაზანოში იკეტებოდა, რადგან მისგანთავი დაეღწია და კონფლიქტისთვის თავი აერიდებინა.

ერთ–ერთ სასამართლო პროცესზე ემბერ ჰერდმა განაცხადა, რომ მისთვის მიმდინარე ვითარება ფსიქოლოგიურად სტრესის მომტანია და მისი პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ საჯაროდ საუბარი უხერხულია.

“სიტყვებს ვერ ვპოულობ, რამდენად რთული და მტკივნეულია ჩემთვის ეს პროცესი. ვზივარ აქკვირების განმავლობაში და ვყვები ჩემი პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ საჯაროდ, ყველას გასაგონად. ვერც კი აგიღწერთ რამდენად რთულია ეს ყველაფერი ჩემთვის”.

მსახიობის განცხადებას სოციალურ მედიაში მომხმარებლები გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ემბერ ჰერდის სიტყვები გამიზნულია ადამიანების მანიპულირებისთვის, რადგან თავდაპირველად სწორედ მან მიმართა სასამართლოს ჯონი დეპის წინააღმდეგ არაერთი ბრალდებით.

როგორც უცხოური გამოცემები სანდრო წყაროებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, ჯონი დეპიემბერ ჰერდის წინააღმდეგ დავას აუცილებლად მოიგებს.