„ბევრი კითხვები იბადება ქალბატონო ელჩო, როდესაც თქვენ სახელმწიფოს იყენებენ ქვეყნის წნეხზე სასაუბროდ, სასამართლოს რეპუტაციის დაზიანებისას, კონკრეტული პატიმრის პრივილეგირების მცდელობისას, სამხედრო კონფლიქტში საქართველოს როლის განსაზღვრისას“ - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით იმედია აშშ-ს პოზიცია იქნება კონკრეტული, მიზანმიმართული და ყველანაირ სპეკულაციას გააქარწყლებს.
„რა ვადამდელი არჩევნები და სამხედრო ბაზა?... მოკლედ, ეს 2% იანი პარტიები წავლენ აშშ-ში და მერე ათას სისულელეს ამბობენ; -ვისაუბრეთ ვადამდელ არჩევნებზე, სამხედრო ბაზის განთავსებაზე და უამრავ საკითხებზეო, რომელი საკითხების გადაწყვეტაშიც ამერიკა დაგვეხმარებაო.(შინაარსი ეს აქვთ ყველას) მერე ქალბატონი ლომჯარია გამოდის და სააკაშვილის, როგორც განსაკუთრებული პატიმრის მომავალზე გვესაუბრება, თან აშშ-ს პოზიციებს იშველიებს ამ თემაზე სასპეკულაციოდ... ქალბატონო კელი დეგნან, მგონი დროა ამ სპეკულაციებს წერტილი დაუსვათ და საზოგადოების უმრავლესობას კონკრეტულად გასცეთ პასუხები, თუ რა განწყობებზე, გადაწყვეტილებებზე და ხელისშეწყობაზე საუბრობენ ეს ადამიანები??? -რას ნიშნავს ვადამდელი არჩევნების თემის წამოწევა მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო აქტორმა აღიარა ლეგიტიმურობა? -როგორ შეიძლება პატიმარ სააკაშვილის განსაკუთრებულობაზე საუბარი, როდესაც სასამართლო ინსტანციებს კონკრეტული გადაწყვეტილება აქვთ მიღებული? -რა სამხედრო ბაზებზეა საუბარი? და კონკრეტულად უნდა ჩაერთოს, თუ არა საქართველო სამხედრო კონფლიქტში, რა პოზიცია აქვს აშშ-ს ამ საკითხთან? ბევრი კითხვები იბადება ქალბატონო ელჩო, როდესაც თქვენ სახელმწიფოს იყენებენ ქვეყნის წნეხზე სასაუბროდ, სასამართლოს რეპუტაციის დაზიანებისას, კონკრეტული პატიმრის პრივილეგირების მცდელობისას, სამხედრო კონფლიქტში საქართველოს როლის განსაზღვრისას...ეს კითხვები დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს ...იმედია აშშ-ს პოზიცია იქნება კონკრეტული, მიზანმიმართული და ყველანაირ სპეკულაციას გააქარწყლებს“- წერს ზურაბ ქადაგიძე.