62 წლის ამერიკელი რეპერი The Kidd Creole (ნამდვილი სახელი - ავგუსტ დარნელი) უსახლკარო კაცის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს და 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ TMZ იტყობინება.
ინციდენტი 2017 წელს მოხდა: რეპერმა ქუჩაში უსახლკარო კაცს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა უსახლკარო კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
The Kidd Creole , რომელიც ჰიპ-ჰოპის ძველი სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელია და ჯგუფ Grandmaster Flash and the Furious Five-ის წევრია, სასამართლოში ამტკიცებდა, რომ უსახლკაროსგან თავს იცავდა, თუმცა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ უსახლკარო კაცი რეპერისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.