ჩელენტანომ თავი გაგვახსენა

ჩელენტანომ თავი გაგვახსენა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოპულარული იტალიელი მსახიობი და მომღერალი ადრიანო ჩელენტანო მალე ახალ ამპლუაში მოგვევლინება.

იტალიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, უახლოეს მომავალში დღის სინათლეს იხილავს ოცდაათსერიანი მულტიპლიკაციური ფილმი. ამ ანიმაციური ნამუშევრის მთავარი გმირი ჩელენტანო იქნება.

სენიორ „ბინგო ბონგო“ ამ პროექტის მთავარი სულისჩამდგმელი და ავტორია.

სერიალის მთავარ მომქმედ პერსონაჟს ადრიანო ერქმევა და ჩელენტანოს სახე ექნება.

ადრიანო ჩელენტანოს სახელი კარგად არის ცნობილი მსოფლიოში. მას შესრულებული აქვს 700-ზე მეტი სიმღერა, გამოცემული აქვს სამი ათეული მუსიკალური ალბომი და გადაღებულია ორმოცამდე ფილმში.