ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც მეთ გალაზე გვახსენდება, რიანაა. ეს გასაკვირი სულაც არაა, რადგან მუსიკოსი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ვარსკვლავად უკვე არაერთხელ აღიარეს. ნებისმიერ ღონისძიებაზე რიანას გამოჩენა იმას ნიშნავს, რომ ყველას ყურადღება სწორედ მისკენ იქნება მიპყრობილი.
სამწუხაროდ, წელს ორსული რიანას მეთ გალაზე ხილვის შესაძლებლობა არ გვქონია, თუმცა მან ღონისძიებაზე ჩვენი მონუსხვა მაინც შეძლო — ამჯერად ქანდაკების სახით. ორგანიზატორებს რიანა არ დაავიწყდათ და მის საპატივცემულოდ მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში სხვა ქანდაკებებთან ერთად ორსული რიანას ფიგურაც დადგეს.
რიანას ქანდაკება ვოგის ფოტოსესიის შთაგონებითაა შექმნილი და დეტალურობითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. ქანდაკებისთვის რიანამ ორგანიზატორებსა და მუზეუმს მადლობა ინსტაგრამზე გადაუხადა:
"მეთ გალა მარმარილოთი დავიპყარი. ამაზე უფრო მოოქრული რა შეიძლებოდა ყოფილიყო? მადლობა მეტროპოლიტენის მუზეუმსა და ვოგს", — წერს რიანა.
ჯერჯერობით უცნობია, ქანდაკება სად გამოიფინება და შეეძლება თუ არა საზოგადოებას მისი ნახვა.