ომი და განშორება — ედ შირანმა უკრაინულ ჯგუფთან ერთად სიმღერა ჩაწერა

ომი და განშორება — ედ შირანმა უკრაინულ ჯგუფთან ერთად სიმღერა ჩაწერა

თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მუსიკოსმა ედ შირანმა უკრაინულ ჯგუფ АНТИТІЛА-სთან ერთად სიმღერა 2step ხელახლა ჩაწერა. ახალ ვერსიაში ვოკალისტი ტარას ტოპოლია უკრაინულ ენაზე მღერის ომზე, საყვარელ ადამიანებთან განშორებასა და იმედზე, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება.

ტარას ტოპოლიას თქმით, სიმღერის ტექსტი ომის დროს ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან განშორებითაა შთაგონებული. მისი ცოლი სამ შვილთან ერთად აშშ-შია, თავად კი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად უკრაინაში რჩება და ომში დაზარალებულს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უწევს.

ტარასმა სიმღერაში საკუთარი მონაკვეთი კიევის გარეუბანში ჩაწერა. კლიპის სცენების ნაწილი ხარკოვშია გადაღებული. აღსანიშნავია, რომ კლიპიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება.