ზელენსკი: მსოფლიო რუსეთთან ექსპორტისა და იმპორტის ოპერაციების დასაბლოკად უნდა მოემზადოს

ზელენსკი: მსოფლიო რუსეთთან ექსპორტისა და იმპორტის ოპერაციების დასაბლოკად უნდა მოემზადოს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ მსოფლიო რუსეთთან ექსპორტისა და იმპორტის ოპერაციების დასაბლოკად უნდა მოემზადოს.

„რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ვმუშაობთ. ევროკავშირისგან სანქციების ახალ პაკეტს ველოდებით. ეს პაკეტი უნდა მოიცავდეს მკაფიო ნაბიჯებს რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების დასაბლოკად. ჩვენ მტკიცედ გვჯერა ამის. ტერორისტულ სახელმწიფოს არ უნდა მიეცეს მილიარდი ევრო დღეში საწვავზე. თუმცა, ასევე ღირს მომზადება სანქციების შემდეგი ნაბიჯებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთთან ექსპორტისა და იმპორტის ყველა ოპერაციის დაბლოკვა მოგვიწევს. იმიტომ რომ ასე აკეთებენ მოსკოვში“, - აღნიშნა უკრაინის პტრეზიდენტმა.