ბორის ჯონსონი დღეს უკრაინის რადას მიმართავს

ბორის ჯონსონი დღეს უკრაინის რადას მიმართავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დღეს უკრაინის რადას მიმართავს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბორის ჯონსონი სიტყვით გამოსვლისას განაცხადებს, რომ ტირანიის მიმართ უკრაინის წინააღმდეგობა სამაგალითოა მსოფლიოსთვის.

ჯონსონი გახდება პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელიც უმაღლეს რადას კონფლიქტის დაწყების შემდეგ მიმართავს.