ნიდერლანდებში პოლიციამ იპოვა 4 წლის ბიჭი, რომელიც ქუჩაში პიჟამითა და ფეხშიშველი მიდიოდა. გაირკვა, რომ იქამდე, ბავშვი სახლიდან დედის ავტომობილით გაიპარა, - ამის შესახებ BBC წერს.
როგორც ირკვევა, ბავშვმა მაშინ გაიღვიძა, როცა მამამისი სამსახურში მიდიოდა. როგორც ჩანს, ძილგატეხილმა თავის გამხიარულება მოინდომა, დედის ავტომობილის გასაღები აიღო და საჭესთან დაჯდა. სახლთან ახლოს, ის ორ გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა, ავტომობილიდან გადმოვიდა და ფეხით გააგრძელა გზა. პოლიცია გამვლელმა გამოიძახა, რომელმაც ქუჩაში მარტო მიმავალი, პიჟამაში გამოწყობილი, ფეხშიშველი ბავშვი შენიშნა.
ბიჭი მშობლებთან უკვე დააბრუნეს. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.