პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის მეორე შვილი პრინცესა შარლოტა 7 წლის გახდა. ამის შესახებ BBC წერს.
დაბადების დღესთან დაკავშირებით სამეფო ოჯახმა შარლოტას 3 ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მას დედამ, კემბრიჯის ჰერცოგინიამ ნორფოლკში გადაუღო.
სამეფო წყვილს 3 შვილი ჰყავს. ყველაზე უმცროსი, პრინცი ლუი 23 აპრილს 4 წლის გახდა. უფროსი, პრინცი ჯორჯი კი 8 წლისაა. შარლოტა ბრიტანეთის ტახტის მეოთხე მემკვიდრეა. მასზე წინ რიგში მისი ბაბუა ჩარლზი, მამა უილიამი და უფროსი ძმა ჯორჯი არიან.