რეჟისორ ჯეიმს კამერონის ცნობილი ფილმის - „ავატარის“ მეორე ნაწილი ეკრანებზე წლის ბოლოს გამოვა. ამის შესახებ GQ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გასაჯაროვდა სურათის სახელწოდებაც: „ავატარი: წყლის გზა“. ფილმის ტრეილერს კი კინოთეატრებში პირველად 6 მაისს აჩვენებენ.
ფილმის სიუჟეტი პირველი სურათის მოვლენებიდან 10 წლის შემდეგ ვითარდება. მთავარი გმირები მაყურებლებისთვის პირველი ნაწილიდან ცნობილი ჯარისკაცი დედამიწიდან ჯეიკ სალი და პლანეტა პანდორას ბინადარი ნეიტირი იქნებიან, რომლებიც შვილებს ზრდიან.
„წყლის გზის“ პრემიერა 2002 წლის 16 დეკემბერს შედგება.