ლარის კურსი გამყარდა. დღეისათვის ეროვნული ვალუტის ოფიციალური ღირებულება დოლართან მიმართებით 3.04 ლარს შეადგენს. ბოლო წლების განმავლობაში ლარის კურსი მუდმივად მერყეობდა. (გასული წლის აპრილში ლარის ღირებულება 3.43 ლარი იყო, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3.14.) ეროვნული ვალუტის ასეთი მერყეობა უდიდეს გავლენას ახდენს ქართულ ეკონომიკაზე. ეკონომიკური აქტივობის ვარდნა პირდაპირ აისახება მცირე და საშუალო ბიზნესზე, ამიტომ ბიზნესის სწორი გზით წაყვანა ხშირად არა მხოლოდ კომპანიებს, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას განსაზღვრავს.
ასეთი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესს რთული პერიოდი ედგა, მათმა ნაწილმა კი, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა ამ სირთულეებთან გამკლავება და გაკოტრდა. გასაკვირი არც არის, რადგან ლარის კურსის მერყეობა, პროდუქტებსა და ნედლეულზე ფასების მატება ბიზნესისთვის ყოველთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. თუმცა ზოგიერთი ბიზნესი ასეთ გამოწვევებს მომზადებული შეხვდა და სწორი გადაწყვეტილებებითა და გონივრული ნაბიჯებით არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ ასეთ პირობებთან ადაპტირება და ზრდა-განვითარებაც კი შეძლო.
შექმნილმა ვითარებამ უზარმაზარი გავლენა იქონია ონლაინ პლატფორმებზეც, თუმცა ზოგიერთი ონლაინ მაღაზია მომზადებული შეხვდა ცვლილებებს, მაგალითად ყველაზე მსხვილი ონლაინ მაღაზია ISURVE.GE. კომპანია ქართულ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და ბაზრის უპირობო ლიდერი გახდა. „ისურვემ“ შეძლო, არა მხოლოდ გამკლავებოდა გამოწვევებს, არამედ მისაღები ფასებისა და მომხმარებლებზე მორგებული პირობების შენარჩუნებით, კიდევ უფრო გაეზარდა ერთგული მომხმარებლების რიცხვი.
დღეისათვის „ისურვეს“ 300 000-ზე მეტი ერთგული მომხმარებელი ჰყავს. როგორც ჩანს, მოქნილი საგარანტიო სერვისი, პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი და უფასო საკურიერო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით რთულ ეკონომიკურ გამოწვევებზე საუკეთესო პასუხია.