სომხეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ

სომხეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ

სომხეთში ოპოზიციის საპროტესტო აქცია იმართება. შეკრების ადგილი ერევანში საფრანგეთის მოედანია. აქციის მონაწილეები პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. მოედანზე ოპოზიცია კარვების გაშლას გეგმავს. აქციას უერთდებიან სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მესამე პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი.

„ეს არის სომხეთის ღირსეული მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება, გამოვიდნენ საბრძოლველად და ჩამოაცილონ თურქეთის ხელქვეითები ხელისუფლებას. უახლოეს დღეებში დავიტანჯებით, გავუძლებთ გაჭირვებას, აღმოვჩნდებით პოლიციის განყოფილებებში, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ამის შემდეგ სომხეთში დამკვიდრდება სოლიდარობა, სამართლიანობა, თავისუფლება და ერთიანობა“, - აცხადებს სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ოპოზიციური ფრაქცია „ჰაიასტანის“ წევრი იშხან საგატელიანი.