ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში სიძეს ქორწილში დააგვიანდა, რის გამოც პატარძალმა თავის ნათესავზე იქორწინა. ამის შესახებ გამოცემა India Today წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ სიძეს ქორწილში დააგვიანდა, რის შემდეგაც პატარძლის მამამ შვილს ახალი საქმრო სტუმრებიდან შეურჩია.
საქორწილო ცერემონია ადგილობრივი დროით 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, სიძე კი ადგილზე მხოლოდ 20:00 საათზე გამოცხადდა.
„ვინაიდან ქორწილისთვის ყველაფერი უკვე მზად იყო, ჩვენ შვილი ერთ-ერთ ნათესავზე გავათხოვეთ“, - ამბობს პატარძლის დედა.