უკრაინელმა მუსიკოსმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეს ტერიტორიული თავდაცვის რიგებს შეუერთდა, თავის ცნობილი სიმღერა Обійми-ს ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა.
ახალი ვიდეორგოლი, რომელიც ოკუპანტების მიერ დაბომბილ ხარკოვშია გადაღებული, ვაკარჩუკის ჯგუფ Океан Ельзи-ს ოფიციალურ YouTube-არხზე გავრცელდა. ვიდეორგოლი მუსიკოსმა 14 აპრილს ჩაწერა.