უკრაინის გენშტაბი: რუსული საოკუპაციო ჯარი დონბასში იერიშებს აგრძელებს, თუმცა წარმატებას ვერ აღწევს

უკრაინის გენშტაბი: რუსული საოკუპაციო ჯარი დონბასში იერიშებს აგრძელებს, თუმცა წარმატებას ვერ აღწევს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ჯარი დონბასში იერიშებს აგრძელებს, თუმცა წარმატებას ვერ აღწევს.

უწყების ცნობით, რუსეთის ჯარი ახორციელებს საავიაციო, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და უკრაინული ჯარის პოზიციებზე.

მათივე ინფორმაციით, პარალელურად რუსული ჯარი გადაჯგუფებას და დამატებითი ძალების მობილიზებას აგრძელებს.

რუსმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში იზიუმის მახლობლად, სულიგოვკასა და დოლგენკოეს მიმართულებით თავდასხმა სცადეს, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს.