The Ellen Show მაყურებელს ემშვიდობება

The Ellen Show მაყურებელს ემშვიდობება

ამერიკული შოუ The Ellen Show მაყურებელს ემშვიდობება. ტელეწამყვანმა და პროდიუსერმა ელენ დეჯენერესმა სოციალურ მედიაში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:

“დღეს ჩვენ The Ellen Show-ს ბოლო ეპიზოდი ჩავწერეთ, რომელიც ეთერში 26 მაისს გავა.

როდესაც ეს შოუ დავიწყეთ 2003 წელს, არ არსებობდა აიფონები, სოციალური მედია, არ არსებობდა გეი ქორწინება, ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ცვლილების მომსწრე, ზოგჯერ უკეთესობისკენ, ზოგჯერაც უარესობისკენ. არ ჰქონდა მნიშვნელობა რა ხდებოდა, ჩემი მიზანი იყო ხალხისთვის ჩემი შოუ ყოფილიყო ადგილი, სადაც მათ ყოველთვის შეეძლებოდათ ერთად მოსვლა და ერთი საათი სიცილი. ვყოფილიყავი თქვენი ცხოვრების ნაწილი ჩემი ცხოვრების უდიდესი პრივილეგია იყო, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა.

The Ellen Show პირველად ეთერში 2003 წელს გავიდა. 19-წლიანი საქმიანობის შემდეგ კი, 2022 წლის 26 მაისს დასრულდება.