გერმანელი კომპოზიტორი და ბერლინის ელექტრონული მუსიკის სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, კლაუს შულცე გარდაიცვალა. ამის შესახებ Pitchfork-ი წერს.
შულცე, რომელიც ელექტრონული სკოლის ერთ-ერთ პიონერად მიიჩმევა, 74 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ბერლინის ელექტრონული მუსიკის სკოლა ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა, რომელიც ყველაზე წარმატებული 1970-იან წლებში იყო.