ანტონიო გუტერეში: მარიუპოლი კრიზისი კრიზისშია

ანტონიო გუტერეში: მარიუპოლი კრიზისი კრიზისშია

მარიუპოლი კრიზისი კრიზისშია, - განაცხადა უკრაინაში ვიზიტით მყოფმა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

„მარიუპოლი არის კრიზისი კრიზისის გულში. მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე საჭიროებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას“, - განმარტა ანტონიო გუტერეშმა.

გუტერეშმა მოიხსენია პუტინთან შეხვედრა და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი „პრინციპში“ დათანხმდა გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვას მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში.

მისი თქმით, მას ინტენსიური დისკუსიები ჰქონდა ზელენსკისთან, რათა მარიუპოლიდან ევაკუაცია რეალობად იქცეს.