ილონ მასკმა იხუმრა, რომ Coca-Cola-ს ყიდვასა და მასში კოკაინის დაბრუნებას გეგმას

ილონ მასკმა იხუმრა, რომ Coca-Cola-ს ყიდვასა და მასში კოკაინის დაბრუნებას გეგმას

მილიარდერი ილონ მასკი, რომელმაც Twitter-ი შიძინა სოციალურ ქსელში ხუმრობს, რო მის სამომავლო გეგმებში Coca-Cola-ს შეძენა და სასმელში კოკაინის დაბრუნებაა.

„შემდეგ Coca-Cola-ს ვყიდულობ, რათა მასში კოკაინი დააბრუნო“, - წერს მასკი Twitter-ზე.

ამის შემდეგ Twitter-ის მომხმარებლებმა დაიწყეს ხუმრობა იმის შესახებ, რომ მასკი McDonald’s შეიძენს და რესტორნებში ნაყინის აპარატებს შეაკეთებს. მილიარდერმა ეს ხუმრობაც გააზიარა და შემდეგი წარწერა დაურთო: „მისმინეთ, სასწაულების კეთება არ შემიძლია“.

თავდაპირველად, Coca-Cola დაპატენტებული იყო, როგორც ხველის წამალი. მას კოკის ფოთლებისა და კოლას ხის თხილისგან ამზადებდნენ. კოკის ფოთლებისგან ასევე ნარკოტიკულ ნივთიერება კოკაინს იღებდნენ.

ილონ მასკმა და Twitter-მა კომპანიის 44 მილიარდ დოლარად შეძენის შესახებ შეთანხმებას მიმდინარე კვირას მიაღწიეს.