საერთაშორისო ფოტოკონკურსის Pink Lady Food Photographer of the Year 2022 გამარჯვებულები დასახელდნენ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, წელს, კონკურსში, რომელიც უკვე 11 წელია ტარდება და საკვებისადმი არის მიძღვნილი, 60 ქვეყნიდან ათასობით ფოტოგრაფი მონაწილეობდა.
გამარჯვებულად კი ინდოელი ფოტოგრაფის, დებდატა ჩაკრაბორტის ფოტო დასახელდა, რომელზეც ქუჩაში ქაბაბის გამყიდველია გამოსახული. ფოტოგრაფმა სურათის სრინაგარში, ქაშმირში გადაიღო.