ზელენსკი: რუსეთი დნესტრისპირეთში სიტუაციის დესტაბილიზაციაზე მუშაობს

ზელენსკი: რუსეთი დნესტრისპირეთში სიტუაციის დესტაბილიზაციაზე მუშაობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი დნესტრისპირეთში სიტუაციის დესტაბილიზაციაზე მუშაობს.

„მიზანი აშკარაა: რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია და მოლდოვას მუქარა. ისინი აჩვენებენ, რომ თუ მოლდოვა უკრაინას დაუჭერს მხარს, გარკვეული ნაბიჯები დადგება. ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ნაბიჯი. იქ სპეცსამსახურები მუშაობენ. მაგრამ ჩვენ გვესმის მათი შესაძლებლობები, უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან ამისათვის და არ ეშინიათ მათი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.