ხშირად ცნობილ ფილმებში მთავარი პერსონაჟის როლში სხვა მსახიობი ვერ წარმოგიდგენია, რაც დიდწილად მათ სამსახიობო ოსტატობაზე მეტყველებს. თუმცა ცნობილ როლებზე ჩვენთვის კარგად ნაცნობი მსახიობები თავიდანვე სულაც არ შეურჩევიათ და ისინი მთავარ როლში სულ სხვა მიზეზის გამო აღმოჩნდნენ.
ამ სტატიაში 10 ცნობილი მსახიობის შესახებ გიამბობთ, რომლებმაც პოპულარულ ფილმებში მონაწილეობაზე სხვადასხვა მიზეზის გამო განაცხადეს უარი. სამაგიეროდ, ამ როლებზე დღეს ჩვენთვის კარგად ნაცნობი მსახიობები შეარჩიეს და შედეგად ჩვენი საყვარელი ფილმებიც მივიღეთ.
რიჩარდ ჰარისის გარდაცვალების შემდეგ იან მაკკელენმა უარი თქვა ჰარი პოტერში დამბლდორის როლის შესრულებაზე, რადგან ჰარისს მისი სამსახიობო ოსტატობა არ მოსწონდა.
ბრიუს უილისმა Ghost-ში მონაწილეობაზე უარი თქვა, რადგან, მისი აზრით, მოჩვენებასთან რომანი უაზრო იყო, შემდეგ კი როლზე პატრიკ სუეიზი დაამტკიცეს.
ლეონარდო დიკაპრიოს Star Wars-ის ფრენჩაიზის შემდეგ გამოსულ ფილმებში ანაკინ სკაიუოკერის როლის თამაში არ უნდოდა, რადგან ასეთი რისკისთვის მზად არ იყო.
ზენდეიამ Aaliyah: The Princess of R&B-ში როლი მიატოვა, რადგან ფილმის გადაღებაზე აალია დანა ჰოტონის მშობლები არ იყვნენ თანახმა და მსახიობმა მონაწილეობა მორალურად არასწორად ჩათვალა.
ლოურენს ფიშბორნმა Pulp Fiction-ში ჯულ უინფილდის თამაშზე უარი თქვა, რადგან მისი თქმით, ეს როლი არ შეეფერებოდა.
კრისტინა ეპლგეიტმა Legally Blonde-ში მონაწილეობაზე უარი თქვა, რადგან ელ ვუდსი წარსულში შესრულებულ როლებს ძალიან ჰგავდა, შედეგად კი ფილმში რიზ უიზერსპუნი მიიწვიეს.
მიშელ პფაიფერმა The Silence of the Lambs-ში თამაშზე უარი მძიმე სიუჟეტისა და დასასრულის გამო თქვა, შემდეგ კი მთავარ როლზე ჯუდი ფოსტერი დაამტკიცეს.
ბაიან კოქსმა GOT-ში მეფე რობერტის როლზე უარი თქვა, რადგან პერსონაჟი პირველივე სეზონში კვდებოდა და ანაზღაურებაც არ მოეწონა.
უილ სმიტმა The Matrix-ში ნეოს როლზე უარი თქვა, რადგან პრეზენტაციაზე ფილმის იდეით ვერ მოიხიბლა.
და ბოლოს, The Matrix-ში მონაწილეობაზე უარი ნოკოლას ქეიჯმაც თქვა, რადგან ოჯახისთვის მეტი დროის დათმობა სურდა.