პოლონეთში ამბობენ, რომ რუსული გაზის შეწყვეტით, აბონენტებს გაზმომარაგების პრობლემა არ შეექმნებათ

პოლონეთში ამბობენ, რომ რუსული გაზის შეწყვეტით, აბონენტებს გაზმომარაგების პრობლემა არ შეექმნებათ

ოფიციალური ვარშავა აცხადებს, რუსული გაზის შეწყვეტა მათ ქვეყანას საფრთხეს ვერ შეუქმნის და ამას გაუმკლავდებიან, - წერს BBC.

ქვეყნის კლიმატის მინისტრის განცხადებით, სარეზერვო გაზის გამოყენების გარეშეც შეძლებენ, რომ აბონენტებს აირის მიწოდება არ შეუწყდეთ.

ამავეს ამბობენ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანა რუსეთის მხრიდან გაზის შეწყვეტისთვის ემზადებოდა და დივერსიფიცირება მათთვის პრობლემა არაა.

„დარწმუნებულები ვართ, ამას გავუმკლავდებით“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

პოლონეთთან ერთად, რუსეთი გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უწყვეტს. მოსკოვისთვის ეს ქვეყნები „არამეგობრულ ქვეყანათა“ სიაშია, ვინაიდან მათ უარი თქვეს ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე.

პოლონურმა გაზის კომპანიამ PGNiG-მ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაზის 53% „გაზპრომისგან“ შეიძინა.