ცნობილი ამერიკელი მსახიობი მიშელ პფაიფერი 55 წლის ბრძანდება.
ამ ულამაზესმა ქალბატონმა ვერა და ვერ შეიგნო, რომ ნახევარი საუკუნე დაახურდავა და ულმობელმა ასაკმა საკუთარი კვალი დაატყო.
დაუცხრომელი ქალბატონი მიშელი კვლავ შოუ-ბიზნესში საქმიანობს. ეს უკანასკნელი კი მეტად ულმობელია.
რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე მავანმა და მავანმა ჟურნალისტმა პირდაპირ მიმართა ვეტერან-მსახიობს, როგორ ცხოვრობ ასეთი ბებერი და მომჩვარო სხეულითო.
პფაიფერი მოსასულიერებელი შეიქმნა, უტაქტო მას-მედიის მსახურმა კი იქ მყოფი კოლეგების მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.