ხშირად ისე ხდება, რომ მსახიობებს ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე უყვარდებათ და რეალურად წყვილად იქცევიან ხოლმე. გამონაკლისი არც მარველის ფილმების მსახიობები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში პარტნიორების როლს ასრულებდნენ, მოგვიანებით კი ერთმანეთთან სერიოზული ურთიერთობაც დაიწყეს.
ამ სტატიაში მარველის 10 წყვილს ნახავთ, რომლებიც გადაღებების დროს ერთმანეთს ხვდებოდნენ და ზოგიერთი მათგანი დაქორწინდა კიდეც. მართალია, ამ მსახიობების ნაწილი უკვე დაშორდა ან განქორწინდა, თუმცა ერთმანეთს სწორედ მარველის სამყაროს მეშვეობით შეხვდნენ.
1. Daredevil-ის მსახიობები ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი 2005 წელს დაქორწინდნენ, ხოლო 10 წლის შემდეგ დაშორდნენ.
2. რაიან რეინოლდსი და სკარლეტ იოჰანსონი 2 წლის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულნი
3. ნიკოლას ჰოულტმა და ჯენიფერ ლოურენსმა ერთმანეთი X-Men: First Class-ის გადაღებებზე გაიცნეს და გარკვეული პერიოდი ხვდებოდნენ
4. Amazing Spider-Man-ის მსახიობები ემა სტოუნი და ენდრიუ გარფილდი რეალურ ცხოვრებაშიც შეყვარებულები იყვნენ
5. მარველის მსახიობები კრის ევანსი და ჯესიკა ბილი ერთმანეთს 2000-იანი წლების დასაწყისში ხვდებოდნენ
6. Iron Man 2-ის ვარსკვლავები სემ როკველი და ლესლი ბიბი 2007 წლის შემდეგ ერთად არიან
7. მარველის მსახიობები ტომ ჰიდლსტონი და ზავე ეშტონი ახლა დანიშნულები არიან
8. მართალია, ნატალი პორტმანსა და ჯეიკ ჯილენჰოლს საერთო ფილმი არ ჰქონიათ, მაგრამ ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ
9. Spider-Man-ის მსახიობები ტობი მაგუაირი და კირსტენ დანსტი ფილმის გადაღებების პერიოდში შეყვარებულები იყვნენ
10. და ბოლოს, Spider-Man-ის მსახიობებმა ტომ ჰოლანდმა და ზენდეიამ შეხვედრა რეალურ ცხოვრებაშიც დაწყეს