მიშა კოლინზმა თქვა, რომ ბისექსუალია, თუმცა შემდეგ სიტყვა უკან წაიღო

მიშა კოლინზმა თქვა, რომ ბისექსუალია, თუმცა შემდეგ სიტყვა უკან წაიღო

ცოტა ხნის წინ სერიალ ზებუნებრივის ვარსკვლავი მიშა კოლინზი ნიუ-ჯერსიში სერიალთან დაკავშირებულ ღონისძიებას ესწრებოდა. ღონისძიებაზე მიშამ განაცხადა, რომ ბისექსუალი იყო, თუმცა მოგვიანებით საზოგადოებას შეცდომაში შეყვანის გამო ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ჰეტეროსექსუალია.

"რამდენი თვლით თავს ექსტროვერტად? რამდენი ინტროვერტად? და ბისექსუალად? მე სამივე ვარ", — ამბობს მიშა ტვიტერზე გავრცელებულ ვიდეოში.

როგორც ჩანს, მიშას განცხადებამ ფანების ყურადღება მიიპყრო, რის შემდეგაც მსახიობმა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო ტვიტერზე ბოდიში მოიხადა:

"დიდ ბოდიშს გიხდით ამ შაბათ-კვირას არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის. ნიუ-ჯერსიში ფანებთან შეხვედრისას, როცა დამსწრე საზოგადოებას ვესაუბრებოდი, ვთქვი, რომ 'სამივე ვარ': ინტროვერტი, ექსტროვერტი და ბისექსუალი.

ჩემი მიზანი იყო, ჩემი სექსუალური ორიენტიაციის სერიოზულად განხილვა უმნიშვნელოდ წარმომეჩინა, მაგრამ ეს ყველაფერი მოუხერხებლად გადმოვეცი, რის გამოც საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ბისექსუალად დავქამინგაუთდი. ეს ჩემი მიზანი არ იყო, ამიტომაც მინდა შეცდომა გამოვასწორო: ბისექსუალი არ ვარ", — წერს მიშა.

მიშას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჰეტეროსექსუალია, ლგბტქ თემის მხარდამჭერია. მისი თქმით, თვლის, რომ ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის გამოხატვისა და სხვისი ღიად შეყვარების უფლება.

"ძალიან ვწუხვარ ჩემი მოუხერხებლობის გამო. მინდა, თემის უკეთესი მხარდამჭერი ვიყო და გულს მირევს იმის წარმოდგენა, რომ შესაძლოა თქვენი მდგომარეობა რამით გავაუარესე. ვცდილობ, ვისწავლო, უკეთესად მოვიქცე და აუცილებლად მოგისმინოთ", — წერს მსახიობი.

მიშა კოლინსი 2001 წლიდან დაქორწინებულია და ცოლთან ორი შვილი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ზებუნებრივში მიშას პერსონაჟი, სახელად კასტიელი სერიალის ბოლოს ჯენსენ ეკლსის გმირს, დინს სიყვარულში უტყდება. ამ სცენამ და თავად მიშამაც დაადასტურა ფანების დიდხნიანი ეჭვი, რომ კასტიელი გეი იყო.