ალექსეი არესტოვიჩი: მაქვს განცდა, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო

ალექსეი არესტოვიჩი: მაქვს განცდა, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ვარაუდობს, რომ რუსეთის ქალაქებში მასობრივი ხანძრები შესაძლოა, პარტიზანული ომის დაწყებას მოწმობდეს.

არესტოვიჩმა ბრიანსკში გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში რუსეთში გახშირდა თავდასხმები სამხედრო კომისარიატებზე, სადაც ახალწვეულებისა და რეზერვისტების პირადი მონაცემები ინახება, რაც, მისი აზრით, შესაძლოა, პარტიზანული ომის ნიშნები იყოს.

„უცნობია, რა ხდება რუსეთში. უსურიისკში სამხედრო ბაზა იწვის, სამხედრო კომისარიატები იწვის, სამხედრო სასწავლებლები, საწყობები, გუბერნატორების სახლები... მაქვს განცდა, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო“, - განაცხადა არესტოვიჩმა.