ჩერნობილის კატასტროფიდან 36 წელი გავიდა

ჩერნობილის კატასტროფიდან 36 წელი გავიდა

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარიიდან 36 წელი გავიდა. 1986 წლის 26 აპრილს მომხდარი კატასტროფა ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად, რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელარუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი.

კატასტროფის 36 წლისთავს Facobook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„გვახსოვს რადიაციული ტრაგედია ჩვენს დედამიწაზე. ჩვენ პატივს ვცემთ ლიკვიდატორთა საქმეს! „რუსული მშვიდობით“ გამოწვეულ ახალ კატასტროფას არ დავუშვებთ. დიდება უკრაინას!“, - წერს უწყება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე ომის განმავლობაში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩერნობილის ელექტროსადგური გადაურჩა დაბომბვას, ელექტროენერგიის გათიშვასა და განმეორებით ბირთვულ კატასტროფასაც კი.