გასულ წელს ფრანგული საფეხბურთო კლუბი „მონაკო“ რუსმა მილიარდერმა დმიტრიი რიბოლევლევმა შეიძინა.
ახალი მფლობელის ხელში კლუბმა მეორე დივიზიონში წარმატებით იასპარეზა და მომავალი სეზონისთვის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა რუსმა ოლიგარქმა გუნდის შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერება გადაწყვიტა.
გუშინ „მონაკოში“ კოლუმბიის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო ჩაირიცხა. ფრანგულმა გუნდმა მის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადა. რადამელ ფალკაო „მონაკოში“ სეზონის განმავლობაში 14 მილიონ ევროს მიიღებს.
გუშინვე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის დებიუტანს პორტუგალიური „პორტუს“ წამყვანი მოთამაშეები რიკარდუ კარვალიო და ჟოაუ მოუტინიო შეუერთდნენ.
ფრანგული სპორტული მას-მედიის მტკიცებით, უახლოეს რამდენიმე დღეში კლუბ „მონაკოში“ კატალონიური „ბარსელონას“ კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესიც ჩაირიცხება.