პოლონეთში ძაღლმა ბოლო 100 წელიწადში ყველაზე დიდი განძი იპოვა 

პოლონეთში ძაღლმა ბოლო 100 წელიწადში ყველაზე დიდი განძი იპოვა 

პოლონეთის ქალაქ ვალბჟიხის მახლობლად ძაღლმა ბოლო 100 წელიწადში ყველაზე დიდი განძი იპოვა.

ძაღლი სახელად კაიტუსი პატრონთან ერთად სეირნობდა, შემდეგ კი მიწის თხრა დაიწყო, სადაც ძველებური მონეტებით სავსე ქოთანი აღმოჩნდა.

კაიტუსის პატრონმა განძის შესახებ არქეოლოგებს შეატყობინა. როგორც აღმოჩნდა, ძაღლმა მიწაში მე-13 საუკუნის ბრაქტეატები იპოვა.