როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხები

როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხები

სააღდგომო კვერცხის შესაღებად საჭიროა ახალი კვერცხი, ენდრო ან წინასწარ შეგროვებული ხახვის ფურცლები, ნახევარი ჭიქა ძმარი და ერთი სუფრის კოვზი მარილი.

მოხარშვამდე, კვერცხი ჩააწყვეთ ცივ წყალში და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.

დაჩეჩქვეთ ენდრო (ან ხახვის ფურცლები) და ხარშეთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში.

კვერცხები ჩაალაგეთ მოხარშულ და გაციებულ ენდროიან წყალში და დადგით საშუალო ცეცხლზე. დუღებისას ჩაუმატეთ ნახევარი ჭიქა ძმარი და ერთი სუფრის კოვზი მარილი.

ადუღებიდან 15-20 წუთის შემდეგ კვერცხი მზად იქნება.

თუ გსრურთ, რომ თქვენი კვერცხები ლამაზად და ორიგინალურად გამოიყურებოდეს, შეგიძლიათ გააფორმოთ სხვა და სხვა ფორმის გამოსახულებებით.