მსახიობი ეზრა მილერი, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მეორედ დააკავეს

მსახიობი ეზრა მილერი, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მეორედ დააკავეს

ამერიკელი მსახიობი ეზრა მილერი, ჰავაიზე, ქალზე თავდასხმის გამო დააკავეს. პოლიციის ცნობით, ვარსკვლავმა ქალს სკამი ესროლა და თავი გაუტეხა, - ამის შესახებ BBC წერს.

მილერი მარტშიც დააკავეს, კარაოკე ბარში სხვების შევიწროებისა და უწესო ქცევის გამო. პოლიციის ინფორმაციით, მან ქალს, რომელიც მღეროდა, ხელიდან მიკროფონი გამოგლიჯა და იქვე მყოფ კაცს ესროლა, რადგან არ მოეწონა შესრულებული სიმღერა „Shallow“ (ფილმიდან A Star Is Born).

მილერი ცნობილია ფილმებიდან Perks of a Wallflower, Trainwreck და Fantastic Beasts.