A$AP Rocky $550 000-იანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

A$AP Rocky $550 000-იანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

33 წლის ამერიკელი რეპერი A$AP Rocky $550 000-იანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ინფორმაციას ამის შესახებ TMZ-ი ავრცელებს.

პოლიციის განყოფილებაში რეპერმა ერთი დღე გაატარა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ წარიმართება საქმე და წაუყენებენ თუ არა რეპერს ბრალდებას.

A$AP Rocky ლოს-ანჯელესის აეროპორტში 20 აპრილს დააკავებს. რეპერის დაკავება უკავშირდება საქმეს 2021 წლის ნოემბერში მომხდარი სროლის შესახებ. რეპერის სავარაუდო მსხვერპლი აცხადებს, რომ A$AP Rocky ორ მეგობართან ერთად მიდიოდა, შემდეგ კი მიუახლოვდა მას და სამჯერ ესროლა. მამაკაცის განცხადებით, ერთი ტყვია მას ხელში მოხვდა.